Sunday, July 10, 2016



დღე-1.

   
პირველი დღე საკმაოდ საინტერესო იყოდავიწყე მუშაობა ბლოგშიგავეცანი ტრენინგის მიზნების ვრცელ მიმოხილვას.დიდი სურვილი მაქვს შევძლო და გამოვიყენო ტრენინგზე ნასწავლი პრაქტიკაში ჩემს საგანში.

დღე-2.

დღეს გავეცანი პროექტის იდეებს და მიზნებს. ვისწავლე ბროშურის შექმნა. ცოტათი გამიჭირდა, მაგრამ ვფიქრობ ჩემი ტრენერის წყალობით(ის ძალიან ცდილობს, რაც შეიძლება მარტივად და სახალისოდ აგვიხსნას ყველა დეტალი) ყველაფერს ამას თავს გავართმევ. დავრწმუნდი, რომ სწავლების ასეთი მიდგომა 21- საუკუნისთვის მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც დროულია.

დღე-3.

დღევანდელი პროექტი შინაარსობრივად საინტერესო იყო. გავეცანი ზოგად,  თემატურ დაშრნაარსობრივ კითხვებს და მათ სწორად შერჩევას პროექტის კეთების დროს. ვიმსჯელეთ სტანდარტების შესაბამისობაზე. გავეცანი 2-ე მოდულს დავიმუშავე პროექტის გეგმის შაბლონზე.

დღე-4.

მნიშვნელოვანი  და საინტერესო იყო დღევანდელი დღე.
გავეცანი შეფასების 5 მიზანს. გავიგე, როგორ ჩავრთო მოსწავლეები პროექტის წარმართვისას.
შევისწავლე, როგორ შევქმნა ჩანაწერების დღიური.
შევეცდები გამოვიყენო მიღებული ცოდნა სწავლების პროცესში.
დღევანდელი მუშაობით ვარ კმაყოფილი.

No comments:

Post a Comment